FAB LAB BSU

პროექტები

სურათი

 ჩართულობა ბიზნესში

სტარტაპ კომპანია IG Longboards - არის პირველი კომპანია რომელმაც დაიწყო საქართველოში ლონგბორდის დაფების წარმოება. Fab Lab Bsu დაეხმარა ახალგაზრდა  მეწარმეებს თავისი იდეის განხორციელებასა და  პირველი ქართული longboard - ის დამზადებაში.

ჩართულობა სასწავლო პროცესში

ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები Fab Lab Bsu-ს ლაბორატორიის დახმარებით  საინჟინროსა და არქიტექტურის პრაქტიკას გადიან. სტუდენტები საინჟინრო გადაწყვეტილებების მოდელირებით ქმნიან შენობა-ნაგებობის მაკეტებებს, მოძრავ მექანიზმებს და კონსტრუქციებს. სასწავლო პროცესში განხორციელებული პროექტები მომავალ ინჟინრებსა და არქიტექტორებს პროფესიულ დაოსტატებაში ეხმარება.

სტუდენტური პროექტები

ბსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად თანამშრომლობენ Fab Lab Bsu-სთან ერთობლივი პროექტების შესაქმნელად. ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა ტექნოლოგიური სიახლით გამორჩეული მოწყობილობების ( უსინათლოთა მეგზური, ჰაერის ტენიანობისა და ხარისხი საზომი) კორპუსები ფაბლაბის ლაბორატორიაში დაამზადეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა