ვაკანსიები

ვაკანსია ჰაიდელბერგცემენტში ლაბორატორიის სპეციალისტის/ასისტენტის თანამდებობაზე

სურათი

ჰაიდელბერგცემენტი ლიდერია მსოფლიო ბაზარზე ცემენტის, ბეტონისა და ინერტული მასალების წარმოებაში, როგორც სამშენებლო მასალების ერთ–ერთი უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 45,000 ადამიანი მის კუთვნილ 2,300 საწარმოში, რომელიც მსოფლიოს 40–ზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული.

შპს  ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯია, ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის წევრი კომპანია ბეტონის წარმოების დარგში, აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის სპეციალისტის/ასისტენტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

• ლაბორატორიაში საჭირო ანალიზების წარმოება;
• ბეტონის ანალიზის წარმოება;
• ქვიშის ხარისხის შემოწმება;
• ხრეშის ხარისხის შემოწმება;
• დაეხმაროს ლაბორატორიის უფროსს ბეტონის რეცეპტის შემუშავებაში;
• ბეტონის ხარისხის შემოწმება მშენებლობის კუთხით;
• საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს მობილურ ლაბორატორიას;
• ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
• სხვა მითითებების შესრულება დავალებისამებრ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი ტექნიკური განათლება შემდეგი მიმართულებით: ქიმიური ტექნოლოგია, სამშენებლო, საშენი მასალების წარმოება, კონსტრუქციები, მშენებლობის მენეჯმენტი, ხიდების და გვირაბების მშენებლობა, გზების მშენებლობა.
• სასურველია სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
• კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
• სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და გამოგზავნოთ მისამართზე: Ketevan.Kerechashvili@heidelbergcement.ge არაუგვიანეს 9 დეკემბრისა, 2016.

  

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა