კულტურა

სტუდენტური დასი


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური დასი ,,თეატრონი’’ 2008 წლიდან მოქმედებს. დასი თეატრით დაინტერესებულ სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებს აერთიანებს.

სამსახიობო ნიჭით დაჯილდოებულ სტუდენტებს  საშუალება ეძლევათ  თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინონ და უნივერსიტეტის დასის მსახიობები გახდნენ. სტუდენტების შესარჩევად, ყოველწლიურად  კასტინგი იმართება. ამჟამად, სტუდენტურ თეატრში 30-მდე სტუდენტია გაერთიანებული. 

მიღწევები

დასი, ყოველწლიურად წარმატებით მონაწილეობს თბილისის სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალში ,,ნიღაბი’’, სადაც არაერთი ჯილდო დაიმსახურა.

2015 წელს, ,, თეატრონი“ მიწვეული იყო საფრანგეთში, ქალაქ პარიზში , ქართული კულტურის კერა „ლაზის“  მიერ. სადაც, დასი მაყურებლის წინაშე  სპექტაკლით წარსდგა სახელწოდებით  ,,ნაფტალინი’’.  სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

სპექტაკლები

2008 წელი -  ,,უცხო ჩიტი’’

2012 წელი - ,,ქართველები ‘’

2013 წელი -   ,,ლივ შტაინი’’

2014 წელი -  ,,ნაფტალინი’’

2015 წელი - ,,ოჯახური იდილია’’

2016 წელი - ,,დარისპან ქარსიძე''
 

დასის რეპეტიციები მიმდინარეობს ყოველდღე, სააქტო დარბაზში, 18:00 საათიდან.


თეატრის რეჟისორები: 

რონ დვალი

ტელ: 599 285147

გიორგი ფირცხალაშვილი

ტელ: 579 180467


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა