ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ფილოსოფიის დეპარტამენტი

ბათუმში სამასწავლებლო ინსტიტუტის გახსნით იწყება ფილოსოფიური კვლევა-ძიება აჭარაში.

1936 წელს საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრას სათავეში ჩაუდგა ცნობილი მეცნიერი და პედაგოგი, ქართული ფილოსოფიური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი, აკადემიკოსი კოტე (კონსტანტინე) ბაქრაძე (1898-1970). იგი კათედრას ხელმძღვანელობდა 1938 წლამდე, თუმცა მას სიცოცხლის ბოლომდე არ გაუწყვეტია კავშირი ბათუმთან, კონსულტაციებს უწევდა კათედრაზე მომუშავე ლექტორ-მასწავლებლებს და ეხმარებოდა მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში. კოტე ბაქრაძემ რამდენიმე მოაზრევნეებთან ერთად შეძლო საქართველოში ფილოსოფის გადარჩენა. Mმან ბევრი ახალგაზრდა აზიარა ჭეშმარიტ ფილოსოფიას. ცხადია, აქ იგულისხმება ფილოსოფია, რომელიც თავისუფალი აზროვნების ნაყოფია და მიზნად მხოლოდ ჭეშმარიტების ძიებას ისახავს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ არსებობდა მეორე, ოფიციალური “კარის ფილოსოფია”, რომელიც ტოტალიტარულ სახელმწიფოში ცდილობდა ფილოსოფიურად გაემართლებინა და დაეფუძნებინა მბრძანებლური ელიტის თვითნებური გადაწყვეტილებები, დიქტატი და ა. შ. ქართველ ფილოსოფოსთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ასეთ პირობებშიც შეძლეს ჭეშმარიტი ფილოსოფიური აზროვნების გადარჩენა. ქვეყნისათვის ყველაზე მძიმე პერიოდებშიც კი ისინი მუდმივად ახერხებდნენ ფილოსოფია თავისუფალი აზროვნების ნაყოფი და ჭეშმარიტების ძიება ყოფილიყო... თუმცა ფილოსოფიის პედაგოგებს არ ჰქონდათ უფლება შეედგინათ საკუთარი კურსის პროგრამა, რომელიც თვითნებური და ცალმხრივი კი არ იქნებოდა, არამედ მოიცავდა ყველა ძირეულ პრობლემას და ფილოსოფიის შესავლისათვის საყრდენად იქცეოდა: კოტე ბაქრაძე შენიშნავდა: “მთავარია, ყურადღების გარეშე არ დარჩეს ფილოსოფიური დარგების _ ონტოლოგიის, გნოსეოლოგიის, აქსიოლოგიის, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის, ეთიკის, ესთეტიკის და სხვათა ძირეული პრობლემები”.

1938 წლიდან სამასწავლებლო ინსტიტუტის მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგედ დაინიშნა მიხეილ სტამბოლიშვილი (1904-1970), რომელიც ამავე კათედრის მასწავლებლად მუშაობდა. მიხეილ სტამბოლიშვილის სახელთანაა დაკავშირებული კათედრის შემდგომი წინსვლა. მან 1943 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “შესაძლებლობისა და სინამდვილის საკითხი ფილოსოფიაში”. 1968 წლის ოქტომბერში კი იგი იცავს სადოქტორო დისერტაციას კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას გამოქვეყნებული ჰქონდა 60 სამეცნიერო ნაშრომი. Aაქედან 3 მონოგრაფია. “შესაძლებლობისა და სინამდვილის საკითხი ფილოსოფიაში”(1943). “ახალის, პროგრესულის უძლეველობის შესახებ”(1962). “მორალური ფაქტორის როლი კომუნისტურ საზოგადოებაში”(1964). “საზოგადოების პროგრესი-საზოგადოების განვითარების ობიექტური კანონზომიერება”(1967). დიდია სტამბოლიშვილის ღვაწლი სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში. 1950წ. იგი დაჯილდოვდა “საპატიო ნიშნის” ორდენით, ასევე დაჯილდოებული იყო მედლებით. მ. სტამბოლიშვილის საპატივცემულოდ 2007-2008 სასწავლო წელს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 42-ე აუდიტორიას ეწოდა მიხეილ სტამბოლიშვილის კაბინეტი.

1950 წლის სექტემბრიდან ბათუმის პედინსტიტუტში მოავლინეს ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი კონსტანტინე კაპანელი (1889-1952), იგი ორი წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ფილოსოფიასა და ესთეტიკაში.Kკონსტანტინე კაპანელისთვის უცხო არ იყო მსოფლიო ფილოსოფიის ისტორია, მაგრამ იგი აინტერესებდა არა როგორც უშუალო კვლევის ობიექტი, არამედ როგორც საშუალება საკუთარი ფილოსოფიური თეორიების ჩამოსაყალიბებლად. მართლაც, კონსტანტინე კაპანელი ავტორია თეორიისა, რომელსაც მანვე ორგანოტროპიზმი უწოდა. კონსტანტინე კაპანელს გამოქვეყნებული აქვს 300-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან ზოგიერთი დაიწერა და დაიბეჭდა კიდეც ბათუმში მოღვაწეობის დროს. ამასთან ერთად, იგი იყო პოლიგლოტი, კარგად ფლობდა რუსულს, ფრანგულს, და ლათინურს, იცოდა აგრეთვე ინგლისური, იტალიური, გერმანული, უკრაინული, ბულგარული და პოლონური ენები.

1962-1970 წლებში კათედრაზე ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა ინსტიტუტის რექტორი, დოქტორი კარლო დოლიძე (1919-1985). კარლოK დოლიძეს გამოქვეყნებული აქვს 37 სამეცნიერო ნაშრომი.

1971 წლიდან კათედრას ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის რექტორი, ცნობილი მეცნიერი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე ოთარ ბაკურაძე (1926-1986). Oოთარ ბაკურაძის ნაშრომთა შორის უმნიშვნელოვანესია მონოგრაფია “თავისუფლება და აუცილებლობა”(1964წ). “დიალექტიკური მატერიალიზმი”(1974წ). მისი შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, ფრანგულ და ჩინურ ენებზე.

კათედრაზე მოღვაწეობდნენ აგრეთვე: Gგრიგოლ ჯიჯეიშვილი (1907-1980), იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ინსტიტუტის სამეცნიერო მუშაობაში. სისტემატიურად ამზადებდა სტუდენტებს სამეცნიერო წრეებში მოხსენებების გასაკეთებლად. Gგრიგოლ ჯიჯეიშვილს გამოქვეყნებული აქვს 15 სამეცნიერო ნაშრომი და ერთი მონოგრაფია: “სოციალისტური მშენებლობა აჭარაში(1921-1937).”
ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი ლევან აბაშიძე (1918-1990) ლექციებს კითხულობდა ესთეტიკაში. 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ლევან აბაშიძეს გამოქვეყნებული ჰქონდა 16 სამეცნიერო ნაშრომი და ორი მონოგრაფია. მისმა ბოლო ნაშრომმა-“ესთეტიური ეტიუდები” სპაციალისტთა მაღალი შეფასება დაიმსახურა.

კოტე ბოლქვაძე (1921-1970), რომელსაც ფილოსოფიური წრთობა გავლილი ჰქონდა აკადემიკოს კოტე ბაქრაძესთან. ფილოსოფიურ პრობლემატიკაში იყო ღრმად ჩახედული და დიდი სიყვარულით სარგებლობდა სტუდენტებში.

იური ჩხარტიშვილი (1940-1996). 1973-1976 წლებში გაიარა ასპირანტურის სრული კურსი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. 1988-1990 წლებში ინსტიტუტის სასწავლო ნაწილის უფროსია, ხოლო 1994 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის გამგედ მუშაობდა. გამოქვეყნებული ჰქონდა რამდენიმე სამეცნიერო სტატია.

გურამ დავითაძე (1929-2005), 1968 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრაზე ლაბორანტად, შემდეგ კაბინეტის გამგედ, ხოლო 1970 წლიდან- მასწავლებლად. 1973 წელს არჩეული იქნა ფილოსოფიის კათედრაზე უფროს მასწავლებლად. Gგურამ დავითაძეს გამოქვეყნებული აქვს სამ ათეულზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, წიგნები, საგაზეთო სტატიები.

1975 წლის მაისში მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრა გაიყო და ცალკე კათედრად ჩამოყალიბდა ფილოსოფიისა და მეცნიერული კომუნიზმის კათედრა. 1991 წლიდან კათედრას კვლავ შეეცვალა პროფილი და ეწოდა ფილოსოფიისა და პოლიტოლოგიის კათედრა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი შოთა ჯაფარიძე (1924-2006). შოთა ჯაფარიძემ 1979 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1980 წელს აირჩიეს ინსტიტუტის პროფესორად. მას გამოქვეყნებული აქვს 85 სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 16 მონოგრაფია: “პოლიტოლოგია I-II ნაწილი, დამხმარე სახელმძღვანელო, გამ. “ირმისა”, 1995-1996წწ. “ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები”, ბათუმი, 1999 წ. “პოლიტიკის ფილოსოფია”, ბათუმი, 2002 წ. 120-ზე მეტი სამეცნიერო სტატია. პროფესორ შოთა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით კათედრაზე კიდევ უფრო გააქტიურდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა, გაძლიერდა კონტაქტები საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების კათედრებთან. კათედრაზე სისტემატური ხასიათი მიეცა დარგის წამყვან მეცნიერთა მოწვევას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ფილოსოფიის ინსტიტუტიდან, ტარდებოდა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები. კათედრა აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ქალაქის, ასევე რაიონების საშუალო სკოლებთან. კათედრის წევრები აწყობდნენ შეხვედრებს, კითხულობდნენ საჯარო ლექციებს, როგორც გასვლითს – უშუალოდ ადგილებზე, ასევე უნივერსიტეტებში, სადაც მოსწავლეები ეცნობოდნენ უნივერსიტეტის სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას, პროფესიებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს თანამშრომლობა ახალციხის რაიონის სოფ. მოხეს საშუალო სკოლასთან.

1990 წელს პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნამ აუცილებლობით მოითხოვა ფილოსოფიის სპეციალობა, რაც ასევე აამაღლებდა უნივერსიტეტში ფილოსოფიური დისცილინების სწავლების აკადემიურ ხარისხს და შეავსებდა ფილოსოფიის სწავლების დეფიციტსაც. ისიც მნიშვნელოვანი იყო, რომ სკოლაში საოჯახო ეთიკას, ხელოვნების თეორიას და ისტორიას, საზოგადოებათმცოდნეობას არასპეციალისტები ასწავლიდნენ, რაც ხელს უშლიდა მოსწავლეებში უნარ-ჩვევებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარების საქმეს. ყოველივე ამის გათვალისწინებით 1995-1996 წლებში ფილოსოფიის კათედრაზე ჩამოყალიბდა აზრი ფილოსოფიის სპეციალობის გახსნის თაობაზე. წამოწყებას მხარი დაუჭირა და მუდმივი კონსულტაციები გაუწია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ თევზაძემ. Gგამოცხადებული კონკურსის შედეგად სპეციალობაზე, რომელიც იმჟამინდელ პედაგოგიურ ფაკულტეტთან გაიხსნა (დეკანი გული შერვაშიძე, ფილოსოფიისა და პოლიტოლოგიის კათედრის გამგე - პროფესორი შოთა ჯაფარიძე) ჩაირიცხა 25 სტუდენტი. გარდა ძირითადი სპეციალობისა, სტუდენტები სწავლობდნენ საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო საგნებს, რომელთა შერჩევა მოხდა შესაბამისი კვალიფიკაციით, ლექტორთა მაღალი აკადემიური დონითა და შესაბამისი კომპეტენციებით.

2006 წელს ფილოსოფიისა და პოლიტოლოგიის კათედრის ბაზაზე ჩამოყალიბდა ფილოსოფიისა და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, შესაბამისად, შეიქმნა ორი პროგრამული მიმართულება: ფილოსოფიის პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელად უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით დაინიშნა - გული შერვაშიძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების ხელმძღვანელად - პოლიტოლოგი ქეთევან გეგუჩაძე. პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულებით – პოლიტოლოგიაში ლექციებს კითხულობდნენ: ქეთევან გეგუჩაძე, ბესიკ ბერიძე, სულიკო რომანაძე, ასლან ლორთქიფანიძე, როლანდ შარაშიძე. ამჟამად ფილოსოფიის სპეციალობის მოდულებს ხელმძღვანელობენ: 1. შესავალი მოდული ფილოსოფიაში - ასოც. Pპროფ. გიორგი Mმასალკინი; 2. ფილოსოფიის ისტორიის მოდული - სრ. პროფესორი გული შერვაშიძე; 3. თეორიული ფილოსოფიის მოდული – ასოც. Pპროფესორი ვარდო ბერიძე; 4. პრაქტიკული ფილოსოფიის მოდული – სრ. პროფესორი ლალი ზაქარაძე.

2007 წლიდან ზემოთ აღნიშნულ დეპარტამენტს გამოეყო სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებები, იგი გაერთიანდა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტში. ფილოსოფიის დეპარტამენტი კი გაერთიანდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან.

2005-2006 სასწავლო წლებში ფილოსოფიისა და პოლიტოლოგიის კათედრის გამგის მოვალეობას ასრულებდა კათედრის წევრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი ვარდო ბერიძე. ხოლო 2006-2009 წლებში დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა პროფესორი ლალი ზაქარაძე. ამ პერიოდში მომზადდა ახალი საბაკალავრო პროგრამა, წარმატებით განხორციელდა I სამაგისტრო პროგრამა ფილოსოფიაში _ “სიცოცხლის ფილოსოფია”, ბოხუმის რურის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით /გერმანია/. სამაგისტრო პროგრამის კონსულტანტ-რეკომენდატორები არიან: აკადემიკოსი გურამ თევზაძე (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია) და პროფესორი ბურკჰარდ მოიზიში (ბოხუმი, გერმანია).D სამაგისტრო პროგრამას ხელმძღვანელობდნენ პროფ. ლალი ზაქარაძე (ბათუმი), პროფ. თენგიზ ირემაძე (თბილისი).

2008 - 2010 სასწავლო წლებში ფილოსოფიის მაგისტრატურაში სპეციალობაზე “სიცოცხლის ფილოსოფია” ჩაირიცხა 12 მაგისტრი.
სასწავლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების მიზნით დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში მოღვაწე დარგის წამყვან სპეციალისტებთან, სხვადასხვა ინსტიტუციებთან. Dსამაგისტრო პროგრამის ფარგლებში დაფუძნდა ახალი სამეცნიერო სერია _ “ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია”. სერიის საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭო წარმოდგენილია ქართველი და უცხოელი (გერმანია, ჰოლანდია, ჩეხეთი, უნგრეთი, ) მკვლევრებით. Gგამოიცა 3 ტომი. Kკრებულის II ტომში დაიბეჭდა სავლე წერეთლის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მასალები (2007 წ. 23 აპრილი). ამასთან, 2008 წლის 13 ივნისს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კონფერენციის სიცოცხლის ფილოსოფია: “პრობლემები და პერსპექტივები”- მასალები.

ფილოსოფიის დეპარტამენტში 2006-2009 წწ-ში მომზადდა ახალი სალექციო კურსები საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისათვის: განათლების ფილოსოფია, მედიის ფილოსოფია, ხელოვნების ფილოსოფია, ბიოეთიკა, პოსტმოდერნის ფილოსოფია, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, ისტორიის ფილოსოფია, სიცოცხლის ფილოსოფია საქართველოში, კულტურის თეორიები, ძირითადი ფილოსოფიური მიმდინარეობანი XX ს. საქართველოში და სხვა.Aგანვლილ ათწლეულებში დეპარტამენტში იქმნებოდა მონოგრაფიები, პერიოდულად ქვეყნდებოდა შრომების კრებულები, ტარდებოდა სამეცნიერო კონფერენციები, საჯარო ლექცია-დისკუსიები. მათ შორის აღსანიშნავია დისკუსია თემაზე: “თავისუფლება, როგორც ზნეობრივად ყოფნა ჰეგელის სამართლის ფილოსოფიაში,” ლექციები ჰეგელის რელიგიის ფილოსოფიაში. ჩატარდა ლექცია-სემინარები თანამედროვე სოციალური ფილოსოფიისა და სოციალური თეორიების კლასიკოსების, პროფესორების იოჰანეს ვაისისა (კასელის უნივერსიტეტის სოციალურ-მეცნიერებათა, სოციოლოგიური თეორიისა და ფილოსოფიის კათედრის პროფესორი, გერმანია) და Aარნოლდ ცინგერლეს (ბაიროითის უნივერსიტეტის ზოგადი სოციოლოგიის კათედრის პროფესორი, გერმანია) მონაწილეობით. Bბოხუმის რურის უნივერსიტეტის მედიის მეცნიერებათა ინსტიტუტთან თანამშრომლობით ჩატარდა ინტერდისციპლინარული საერთაშორისო სემინარი – “მედია, კულტურა, საზოგადოება”. დეპარტამენტი გამოეხმაურა ცნობილი გერმანელი მედიის თეორეტიკოსისა და ფილოსოფოსის ვალტერ ბენიამინის საიუბილეო თარიღს. კათედრის წევრები მონაწილეობდნენ თეირანის, ჰაიდელბერგის, ათენის, კიევის, მინსკის, სტრასბურგის, ლიტვის და სხვა საერთაშორისო კონფერენციებში.Dდეპარტამენტი აქტიურად მონაწილეობდა გაცვლით პროგრამებში. სწორედ ასეთი საქმიანობის შედეგად მოხერხდა სტუდენტთა და ქალაქის დამამთავრებელ კლასელთა ერთთვიანი მივლინება საბერძნეთში, ქალაქ პირეაში, ახალგაზრდები გაეცვნენ ბერძნულ კულტურას, გაიარეს “სოკრატული” სასამართლოს გზა, ურთიერთობა დაამყარეს ბერძენ სტუდენტებთან.… ამერიკაში ჩვენი ახალგაზრდები ერთი თვე სწავლობდნენ კაიუგას სკოლებში, იქვე მიიღეს მონაწილეობა გამოშვების საღამოში. მათი მეგობრობა დღესაც გრძელდება. ბოლო წლებში დეპარტამენტი ვეღარ ახორციელებდა მსგავს პროექტებს და ვფიქრობთ, სტუდენტთა ყურადღების შესუსტება ფილოსოფიის სპეციალობისადმი ნაწილობრივ ამითაც აიხსნება. ფილოსოფიის სპეციალობაზე ფუნქციონირებდა სტუდენტური თეატრი, სადაც წარმატებით ხორციელდებოდა სოკრატული დიალოგები.
Fფილოსოფიის სწავლების მნიშვნელობისა და როლის გაზრდაზე ნათლად მიუთითებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განყოფილების მიერ 2007 წელს ჩატარებული კვლევა თანამედროვე სამყაროში ფილოსოფიის სწავლების მდგომარეობის შესახებ, სადაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ ფილოსოფიის სწავლება ნიშნავს ვასწავლოთ ადამიანს, იაზროვნოს თავისუფლად და კრიტიკულად.

1978-2007 წლებში საათობრივი ანაზღაურების წესით ლექციებს კითხულობდა გულისხმიერი ადამიანი, უკეთილშობილესი პიროვნება - იმედო მუხაშავრია(1949 წლის 24 აპრილი). მის მიერ წაკითხული ლექციები ფილოსოფიაში, ეთიკასა და სოციალურ ფილოსოფიაში გამოირჩეოდა აზრის სიღრმით და ორიგინალობით. იგი მსმენელებს აჩვევდა მსჯელობას, კრიტიკულ აზროვნებას. ეწეოდა ნაყოფიერ მეცნიერულ მუშაობას.

ფილოსოფიისDდეპარტამენტი წლების განმავლობაში უძღვებოდა შემდეგ საუნივერსიტეტო დისციპლინებს: შესავალი ფილოსოფიაში, ეთიკა, ესთეტიკა, რელიგიათმცოდნეობა, სოციოლოგია, ლოგიკა. ამჟამად უძღვება ერთ საუნივერსიტეტო დისციპლინას: “შესავალს თანამედროვე აზროვნებაში”. Dმოწვეული პედაგოგები ლალი ანთიძე და აბესალომ ასლანიძე კითხულობენ ლექციების კურსს ორ საფაკულტეტო დისციპლინაში: ლოგიკასა და რელიგიათმცოდნეობის შესავალში.

დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი ნარგიზ ძნელაძე 1978 წლიდან - დღემდე გულმოდგინედ და უდიდესი პასუხისმგებლობით ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ასევე, 1969-2007 წლეებში უდიდესი პასუხისმგებლობითა და თავისი საქმის დიდი სიყვარულით მსახურობდა დეპარტამენტში ლაბორანტის სტატუსით ნუნუ ჩავლეიშვილი.
2009-2010 სასწავლო წლიდან დეპარტამენტში მუშაობს ორი სრული პროფესორი: გული შერვაშიძე და ლალი ზაქარაძე; ორი ასოცირებული პროფესორი: გიორგი მასალკინი და ვარდო ბერიძე; ორი ასისტენტ- პროფესორი: ირმა ბაგრატიონი და მიხეილ ხალვაში; 8 მოწვეული პედაგოგი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა