ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი

ხელ-ი პროფ. ემზარ მაკარაძე

აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი ჩამოყალიბდა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ბაზაზე, რომლის უმთავრეს ამოცანას აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების პარალელურად, წარმოადგენს ეროვნული იდეალებისადმი სამსახური და სამოქალაქო ცნობიერების ფორმირების პროცესებისადმი ხელშეწყობა, ამიტომაც ბუნებრივია ის აქტიური პოზიცია, რომელსაც დეპარტამენტი იჩენს საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო თუ სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესში.

1990 წელს პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისასალმებელ სიტყვაში იმდროინდელმა საქართველოს განათლების მინისტრმა ერთ - ერთ პრიორიტეტად დასახა მომავალში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის კვლევის დიდი  ცენტრის გახსნა.

2015 წლის 29 მაისის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N55 დადგენილებით,  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შეიქმნა აღმოსავლეთმცოდნეობის დარგობრივი დეპარტამენტი, სადაც ამ ეტაპზე ფუნქციონირებს აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების  თურქეთისმცოდნეობისა და თურქული ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები.

2015 წლის პირველ სექტემბერს, აღმოსავლეთმცოდნეობის  დეპარტამენტის პირველ ხელმძღვანელად  დაინიშნა  პროფესორი ემზარ მაკარაძე.

ამჟამად დეპარტამენტში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობენ შემდეგი აკადემიური პირები: პროფესორი  ემზარ მაკარაძე, ასოცირებული პროფესორები: ლილე თანდილავა, ზაზა შაშიკაძე, მანუჩარ ლორია, რევაზ დიასამიძე, ასისტენტ პროფესორი ლიანა  ჭყონია, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი  ვარდო ჩოხარაძე, მასწავლებლები: ალკაზარ კაშია, ციალა ლაგვილავა, ნორა კახიძე და ზაური შანთაძე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა