ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს სტუდენტები თავრიზში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითმმართველობის, სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრისა და თურქეთისმცოდნეობის სპეციალობის 20-მდე სტუდენტი ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსულის ჰოსეინ მაშჰადის დაფინანსებით ქალაქ თავრიზში იმყოფებოდა. ერთი კვირის განმავლობაში სტუდენტები ირანულ კულტურას გაეცნენ და ქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. ახალგაზრდებს შეხვედრები ჰქონდათ საკონსულოს წარმომადგენლებთან, თავრიზის უნივერსიტეტის რექტორთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან. ვიზიტის დასრულების შემდეგ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი მერაბ ხალვაში სტუდენტებთან ერთად, ბატონ ჰოსეინ მაშჰადს შეხვდა, მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა