ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ნანა ტრაპაიძეს წიგნის -„ლიტერატურა და ლიტერატურა’’ პრეზენტაცია

სურათი

ბსუ-ს ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, ნანა ტრაპაიძის  წიგნის - ,,ლიტერატურა და ლიტერატურა“ - პრეზენტაცია გაიმართა.

ავტორმა კრიტიკული ესეების კრებულში განხილული პრობლემური  საკითხების შესახებ ისაუბრა: ლიტერატურისა და ლიტერატურის კრიტიკის არსი, მათი ისტორიული და თანამედროვე ურთიერთდამოკიდებულება, საერთო და ავტონომიური სივრცეების, ლიტერატურის მეთოდოლოგიური წაკითხვის მნიშვნელობა. 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, დაინტერესებული პირები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა