განათლების ფაკულტეტი

ბსუ-სა და ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა  და ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.  თანამშრომლობა განათლების ფაკულტეტის 20-დან 25-მდე სტუდენტის საბავშვო ბაღების გაერთიანების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, სასწავლო პროგრამებსა და  სემინარებში  მონაწილეობას ითვალისწინებს.
ხელშეკრულების ფარგლებში, სკოლამდელი აღზრდის სპეციალობის  სტუდენტების სტაჟირებაა დაგეგმილი. ხელშეკრულება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებას შორის განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით განხორციელდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა