განათლების ფაკულტეტი

ვიზიტი ტალინში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში,  პროფესორი ნათია წიკლაშვილი, განათლების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მადონა მიქელაძე, ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი გულადი ფარტენაძე ოფიციალური ვიზიტით  ტალინის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.  ვიზიტი  ორ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე დაიგეგმა.

ბათუმელი პროფესორები შეხვდნენ ტალინის უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ტიიტ ლანდს. რექტორმა სტუმრებს გააცნო ტალინის უნივერსიტეტის მიღწევები განათლებასა და მეცნიერებაში და დაუდასტურა ბათუმელ კოლეგებს სამომავლო თანამშრომლობის მზაობა.  

გაიმართა საქმიანი შეხვედრები დიგიტალური ტექნოლოგიების ცენტრის,   საგარეო ურთიერთობების, კვლევების ადმინისტრირების დეპარტამენტის, განათლების მეცნიერებების სკოლის წარმომადგენლებთან. ბათუმელმა პროფესორებმა დაათვალიერეს ინოვაციური განათლების ცენტრიც.

ვიზიტის შედეგად დაიგეგმა ერთობლივ საგრანტო  პროექტებზე მუშაობა,   საზაფხულო სკოლების ჩატარება, ასევე კვლევების ადმინისტრირების, სასწავლო პროცესის მართვის და სასკოლო პრაქტიკის  ელექტრონულად მართვის გამოცდილების გაზიარება და სურვილის შემთხვევაში ბათუმის უნივერსიტეტში მათი დანერგვა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა