განათლების ფაკულტეტი

მაგდებურგის უნივერსიტეტმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

სურათი

მაგდებურგის უნივერსიტეტმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ხელშეკრულება სხვა მნიშვნელოვან ასპექტებთან ერთად, პროფესიული განათლების მასწავლებელთა მოსამზადებელი ორმხრივი პროგრამის შექმნას გულისხმობს. მემორანდუმის ფარგლებში, მომზადდება ერთობლივი პროფესიული განათლების მასწავლებლების მოსამზადებელი პედაგოგიკის კურსი, შესაძლებელი გახდება, აგრეთვე, მსურველთათვის პროფესიული განათლების ადმინისტრირებისა და მართვის ორმხრივი სამაგისტრო პროგრამის შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები მაგისტრატურის ერთ ნაწილს გერმანიაში, ხოლო მეორე ნაწილს საქართველოში გაივლიან.

დაგეგმილია მაგდებურგის უნივერსიტეტთან ერთად, შესაბამისი ლიტერატურის შერჩევა და თარგმნა, პროფესორ-მასწავლებლების გადამზადება და ორმხრივი ვიზიტების განხორციელება საქართველოსა და გერმანიაში.

გერმანიაში გამართულ მემორანდუმის გაფორმების ცერემონიასა და კონფერენციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანი მადონა მიქელაძე, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნანა მაკარაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვალერიან გობრონიძე,  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი კახაბერ ერაძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი ესწრებოდნენ. პროექტის ინიციატორი და ფინანსური მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და მისი წარმომადგენლობა საქართველოში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა