განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ში საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-Pried-ის) პროგრამული  დირექტორი ქეთი ჩაჩხიანი, მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ნოზაძე და წიგნიერების მიმართულების ხელმძღვანელი პაატა პაპავა დაწყებითი განათლების საბაკალავრო და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულ პერსონალს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრა მიმდინარე სასწავლო წლიდან ბსუ-ს ახალ პროექტში ჩართვას შეეხებოდა, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, მათი ახალი სასწავლო კურსებით შევსებას, G-Pried-ის რესურსებზე წვდომას, აკადემიური პერსონალის გადამზადებასა და დაწყებითი კლასების მომავალი მასწავლებლების G-Pried-ის მეთოდოლოგიით მომზადებას ითვალისწინებს. ღონისძიების ფარგლებში, სამომავლო ნაბიჯების გაცნობასთან ერთად, თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაც დაიგეგმა.

საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი აუმჯობესებს დაწყებითი კლასების მოსწავლეთა უნარებს კითხვასა და მათემატიკაში, მასწავლებლებისათვის სწავლების ახალი სტრატეგიების გაცნობის, ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველყოფისა და კითხვასა და მათემატიკაში საგნობრივი ექსპერტების კომპეტენციების გაზრდის გზით. 2012 წლიდან დღემდე პროექტის ფარგლებში  შეიქმნა უამრავი რესურსი, რომლებიც განთავსებულია სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე.

საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა