ბსუ-ში „სტუდენტური დასაქმების ხელშეწყობის’’ პროგრამის პრეზენტაცია ჩატარდა
19 აპრილი 2018 წელი

აჭარის დასაქმების სააგენტოს „სტუდენტური დასაქმების ხელშეწყობის’’ პროგრამის პრეზენტაცია ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საპილოტე პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები ახალ პროფესიულ უნარებს სწავლასთან თავსებადი გრაფიკით დაეუფლებიან. სტუდენტებისთვის შემუშავებული მოკლევადიანი სასწავლო მოდული მოიცავს: თეორიულ და პრაქტიკულ კურსს პროფესიული მიმართულებით, უცხო ენის ცოდნის დონის ამაღლებას პროფესიისათვის საჭირო ტერმინოლოგიით და სამუშაო გამოცდილების მიღებას საწარმოო პრაქტიკით. სტუდენტები პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, დამატებით გაივლიან მოკლევადიან სპეციალიზებულ სასწავლო კურსს რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის შედგენისა და გასაუბრებაზე მოქცევის წესების შესახებ.
სრულად