კამპანია „ბსუ ბორჯომის ტყის აღსადგენად“
5 ნოემბერი 2018 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ბორჯომში, კამპანიის „ბსუ ბორჯომის ტყის აღსადგენად“ ფარგლებში, განადგურებული ტყის ხელახალი განაშენიანების აქცია გამართა. ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებმა, უნივერსიტეტის რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, რომელიც მავნებლებითაა დაზიანებული და მიმდინარეობს აღდგენითი პროექტი, უნივერსიტეტის სათბურში გამოყვანილი ნაძვის, ფიჭვის, სოჭისა და ქართული მუხის 800-მდე ნერგი დარგეს. ბორჯომის ტყის მწვანე საფარის აღსადგენად ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ სათბურში სტუდენტებმა პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ნერგების გამოყვანა ერთი წლის წინ დაიწყეს.