ბსუ-ში ბირთვული უსაფრთხოების სახითხებზე საზაფხულო უნივერსიტეტი გაიხსნა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეოთხე საზაფხულო უნივერსიტეტი „საერთაშორისო უსაფრთხოება და ბირთვული გაუვრცელებლობა: ეროვნული და გლობალური გამოწვევები და შესაძლებლობები” გაიხსნა. საზაფხულო უნივერსიტეტი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს, შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს პარტნიორობითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება. ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტი წარმოადგენს ინტენსიურ სამდღიან სასწავლო კურსს გლობალური უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის და ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ, რომელსაც წარუძღვებიან საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები. საზაფხულო უნივერსიტეტი მიზნად ისახავს უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტების პროფესორებსა და ექსპერტებს შორის კომპეტენციის ამაღლებას საერთაშორისო და ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხში.