ბსუ-ს პროფესორებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსებში გაიმარჯვეს
21 დეკემბერი 2021 წელი
ბსუ-ს პროფესორებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსებში გაიმარჯვეს
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ზაზა შაშიკაძემ, პროფესორმა ნუგზარ ღომიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ნარგიზა ალასანიამ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსებში გაიმარჯვეს. პროფესორი ზაზა შაშიკაძე „სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ ფარგლებში სამეცნიერო პროექტს „ოსმალურ საეკლესიო დავთრებში დაცული ცნობები ქართული ეკლესია-მონასტრების შესახებ“ განახორციელებს. პროფესორი ნუგზარ ღომიძე და ასოცირებული პროფესორი ნარგიზ ალასანია „საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის“ ფარგლებში სახელმძღვანელოებს - „რადიოფიზიკა“ და „მწვანე ტექნოლოგიების როლი ბიზნესის წარმატებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“ - გამოსცემენ. უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორებს მნიშვნელოვან წარმატებს.
სრულად