ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები პირველკურსელებით სრულად დაკომპლექტდა
1 სექტემბერი 2022 წელი
ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები პირველკურსელებით სრულად დაკომპლექტდა
2022-2023 სასწავლო წლისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები პირველკურსელებით სრულად დაკომპლექტდა. ერთიანი ეროვნული გამოცდებით ბსუ-ში ჩაირიცხა 1380 აბიტურიენტი. საბაკალავრო პროგრამების შევსების მაჩვენებელი გასული წლებისაგან განსხვავებით რეკორდულად გაიზარდა და შეადგენს 98,6 %-ს. 156%-ით მოიმატა ასევე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე აბიტურიენტთა რიცხვმა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველა პირველკურსელს გილოცავთ სტუდენტობას და გისურვებთ წარმატებებს.
სრულად