ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ხელმძღვანელის ვიზიტი ბსუ-ში
11 ნოემბერი 2022 წელი
ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ხელმძღვანელი საქართველოში თამარ ღარიბაშვილი ეწვია. ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ მარინა გიორგაძესთან, სამეცნიერო კვლევების სამსახურის წარმომადგენლებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან, სტუდენტებთან, დოქტორანტებთან გამართულ შეხვედრებზე თამარ ღარიბაშვილმა ფრანგული ფილოლოგიის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფრანგული AUF-ის და CEF პროექტები წარმოადგინა. სტუმარმა ასევე ისაუბრა ფრანგული ენის გამოყენების ხელშეწყობაზე სწავლებასა და კვლევებში, სტუდენტების მობილობისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე.