ბსუ-ს საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი ეწვია
7 ოქტომბერი 2023 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი ეწვია. უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა ორი ქვეყნის კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობებზე, სამომავლო თანამშრომლობზე, გაცვლით პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა. მხარეებმა შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ერთობლივი ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის - „ტურიზმი“ შექმნის შესახებ, რომელიც ანჟერის უნივერსიტეტთან ერთად მზადდება. გარდა ამისა, უნივერსიტეტში, ტურიზმის ფაკულტეტის ბაზაზე AUF-ს ცენტრი გაიხსნება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ურთიერთობას ფრანგულ უნივერსიტეტებთან.