გერმანიის კობლენც-ლანდაუს უნივერსიტეტის დელაგაციის ვიზიტი
4 ნოემბერი 2011 წელი
გერმანიის კობლენც-ლანდაუს უნივერსიტეტის დელაგაციის ვიზიტი
გერმანიის კობლენც-ლანდაუს უნივერსიტეტის დელაგაციის ვიზიტი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ევროგაერთიანების პროგრამის ”ტემპუსის” „PICQA - ინტერნაციონალიზაციისა და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის შედარებითობის ხელშეწყობა” კოორდინატორი, გერმანიის კობლენც-ლანდაუს უნივერსიტეტის ათკაციანი დელეგაცია ეწვია. ორდღიანი ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო და თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ერთობლივი საგრანტო პროექტების შემუშავებას ისახავდა მიზნად. რსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა გერმანელ კოლეგებს უნივერსიტეტის ისტორია, პრიორიტეტები, საგანმანათლებლო-კვლევითი პროგრამები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გააცნეს. რექტორის მოადგილესთან, ირაკლი ბარამიძესთან გამართულ შეხვედრაზე უმაღლესი სასწავლებლის პრეზიდენტმა რომან ჰაილეგენტალმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
სრულად