ბოლონიის უნივერსიტეტის სამუშაო შეხვედრა
21 იანვარი 2012 წელი

ბოლონიის უნივერსიტეტის სამუშაო შეხვედრა
ბოლონიის უნივერსიტეტის სამუშაო შეხვედრა
ბოლონიის უნივერსიტეტის სამუშაო შეხვედრა
ბოლონიის უნივერსიტეტის სამუშაო შეხვედრა
ბოლონიის უნივერსიტეტში TEMPUS HESDeSPE პროექტის „უმაღლესი განათლების სისტემის განვითარება სოციალური კავშირების გაუმჯობესებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის“ ფარგლებში, ორდღიანი შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრას შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სლავისტიკის დეპარტამენტის პროფესორი მარინე აროშიძე და პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრები: ეკონომიკისა და სოციალური სამსახურის უფროსი ირაკლი კაცაძე და ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ნანა მაზმიშვილი ესწრებოდნენ. პროექტის წევრი ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებთან და განათლების სამინისტროებთან, ბოლონიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა, პროექტში სოციალური პარტნიორების ჩართულობა და მომავალი წლის სამუშაო გეგმა.
სრულად