საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გადაუდებელი მედიცინის სასწავლო კურსი
3 ოქტომბერი 2011 წელი

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გადაუდებელი მედიცინის სასწავლო კურსი
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გადაუდებელი მედიცინის სასწავლო კურსი
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გადაუდებელი მედიცინის სასწავლო კურსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად ატარებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და გადაუდებელი მედიცინის სასწავლო კურსს (PHEM) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და საგანგებო სიტუაციების მართვა“. ხუთდღიანი ტრენინგის თემატიკა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საგანგებო სიტუაციაში მზადყოფნა პრეჰოსპიტალურ და ჰოსპიტალურ დონეზე, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, ეპიდემიების და გადამდები დაავადებების კონტროლი და ზედამხედველობა. სასწავლო კურსში მონაწილეობენ რსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, სამედიცინო დაწესებულებებისა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და გადაუდებელი მედიცინის სასწავლო კურსის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 80-ზე მეტი ჯანდაცვის მენეჯერი მომზადდა.
სრულად