II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“
4 ივნისი 2011 წელი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტისა და აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“. კონფერეცნიაზე საქართველოს, თურქეთის, უკრაინის, გერმანიის, ლიტვის, ნორვეგიის, ამერიკისა და აზერბაიჯანის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებმა, ექსპერტებმა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა 150 მოხსენება წარმოადგინეს. ორი დღის განმავლობაში მეცნიერები, დარგის სპეციალისტები და ბიზნესმენები ერთობლივად მუშაობდნენ ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების აქტუალურ საკითხებზე. კონფერენციის მონაწილეებმა რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომელიც შესაბამის სამსახურებს გადაეგზავნება.