II საერთაშორისო კონფერენცია „საინჟინრო მეცნიერებათა პრობლემები“
8 სექტემბერი 2023 წელი
II საერთაშორისო კონფერენცია „საინჟინრო მეცნიერებათა პრობლემები“
2-8 სექტემბერს, ბსუ-ში ტარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და განათლებისა და მეცნიერების პროგრესის ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია „საინჟინრო მეცნიერებათა პრობლემები“, რომელიც ეძღვნება სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალის „მშენებლობა“ თხუთმეტი წლის იუბილეს. კონფერენციის ჩატარების მიზანია საინჟინრო მეცნიერებათა პრობლემების აღმოფხვრის საკითხების განხილვა. სესიაზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების მოხსენებები საინჟინრო მეცნიერებათა პრობლემებზე, მათი ურთიერთგაცნობის და ერთობლივად პრობლემების გადაჭრის გზებზე.
სრულად