კონკურსი ერაზმუს+-ის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ინდივიდუალურ მობილობებს ევროპულ უნივერსიტეტებში (იხილეთ პარტნიორი უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დანართი).

მობილობა განხორციელდება 2018-2019 სასწავლო  წლის გაზაფხულის სემესტრში.

მობილობის ხანგრძლივობა: 3 - 12 თვე ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთათვის.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:
    • ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
    • მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
    • დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი
  • არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს მუნდუსის/ერაზმუს+-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის  ქვეყანაში;
  • კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
  • კანდიდატს უფლება აქვს განაცხადი შეიტანოს მისთვის სასურველ უნივერსიტეტში (არაუმეტეს 3 უნივერსიტეტისა);
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).

საგნების თანხვედრა კონკურსის ერთ-ერთი მთავარი პირობაა!!!

კონკურსის ეტაპები:

  • განცხადების ჩაბარება ბსუ-ს კანცელარიაში - 2018 წლის 10-17 ოქტომბერი
    განცხადებაში მიუთითეთ, რომელ  უცხო ენაში გაივლით ტესტირებას ( შესაბამისი დონე)! და დაურთეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი!
  • სტუდენტთა ტესტირება ფრანგულ/გერმანულ/ინგლისურ ენაში ( BA- B1.2; B2;  MA-PhD- B2) -18- 19 ოქტომბერი
    შენიშვნა: ზალცბურგის უნივერსიტეტის  მოთხოვნის   შესაბამისად  აუცილებელია  ინგლისური  (B2. დონე)   და გერმანული ენების  (B2 დონე) ცოდნა.

ტესტირების დადებითად ჩაბარების შემთხვევაში:

  • ელექტრონული რეგისტრაცია ლინკზე: http://registration.bsu.ge (ასევე საბუთების ორიგინალების წარდგენა ბსუ-ს კანცელარიაში) - 2018 წლის 20 ოქტომბერი - 02 ნოემბერი (18:00 საათი)
  • სააპლიკაციო დოკუმენტების  ნამდვილობის დადგენა და შეფასება - 2018 წლის 05-06  ნოემბერი
  • სტუდენტთა გასაუბრება კომისიასთან -  2018 წლის 07-09 ნოემბერი
  • კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.

 არასრულად წარმოდგენილი საბუთების პაკეტი არ განიხილება!!!

საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე,  ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

მაგისტრატურისა სტუდენტთათვის:

  • ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
  • სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე,  ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • მაგისტრატურის საფეხურის  დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
  • სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან);
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე),
  • დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან

შენიშვნა: დაინტერესების წერილი შეგიძლიათ წარმოადგინოთ კანცელარიაში არაუგვიანეს 2018 წლის 06 ნოემბრისა. მათი ატვირთვა ელექტრონული რეგისტრაციისას არ  არის სავალდებულო!

სტიპენდია:

  • ყველა სტიპენდია მოიცავს უფასო სწავლას,  თვიურ სტიპენდიასა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
  • სტიპენდია არ ანაზღაურებს სავიზო ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!

ხშირად შეამოწმეთ პირადი ელ. ფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებ  გვერდისა და სტრატეგიული  განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ 22 ოქტომბრიდან 02 ნოემბრის ჩათვლით (სამუშაო დღეებში) 15-დან 17 საათამდე ( ბსუ-ს ოთახი #35)  ან  მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     
სიახლის გამოწერა