სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში „Stipendium Hungaricum“ 2019-2020

სურათი


სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2019-2020 - აპლიკაციების მიღების პირველი ეტაპი დაიწყო. საქართველოს 80 მოქალაქე დაფინანსდება უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:

  • ბაკალავრიატი - 25,
  • მაგისტრატურა - 25, 
  • დოქტორანტურა - 20,
  • ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა - 5,
  • სახელოვნებო მიმართულება (ყველა აკადემიური საფეხურისთვის)- 5.

პროგრამის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები/სპეციალობებია:

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი/მათემატიკა;
  • ბიოლოგია/ფსიქოლოგია;
  • აგრარული მეცნიერებანი;
  • ინჟინერია და ტექნოლოგიები;
  • სოციალური მეცნიერებანი;
  • ჯანდაცვა;
  • სპორტის მეცნიერებანი;
  • ხელოვნება

ელექტრონული განაცხადის წარმოდგენა წარმოებს განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე: http://iec.gov.ge/4312 - 2018 წლის  15 დეკემბრიდან - 2019 წლის 15 იანვრის ჩათვლით.

ელექტრონული განაცხადი სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე  და  სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე.
კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, სტიპენდიანტები 2019-2020 აკადემიურ წელს უფასოდ ისწავლიან   უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტებსა და უმაღლეს სკოლებში). 
დაფინანსება მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას, საცხოვრებელი ფართის ქირის ანაზღაურებასა და სამედიცინო დაზღვევას სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://studyinhungary.hu/study-in-hungary/menu/stipendium-hungaricum-scholarship-programme


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა