უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლის იუბილე აღინიშნა

სურათი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) 100 წლის იუბილე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებმა საჯარო ლექციები წაიკითხეს პირველი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის აქტუალურ სკითხებზე და გაიხსნა ფოტოგამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკველვარების მიერ მოპოვებული, დღემდე უცნობი სტამბულის ქართულ სავანეში დაცული ფოტომასალა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების ამსახველი ფოტოები. სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დამფუძნებელი კრების 100 წლის იუბილე უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მიულოცეს.


ღონისძიების ფარგლებში ასოცირებულმა პროფესორმა ჯემალ კარალიძემ მოხსენება წარმოადგინა თემაზე: „საქართველოს დამფუძნებელი კრების მოწვევა“, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა შუშანა ფუტკარაძემ - „სტამბულის ,,ქართული სავანე“ როგორც პოლიტიკური თავშესაფარი“ და  ასოცირებულმა პროფესორმა პაატა აროშიძემ - „დემოკრატიული საქართველოს ინსტიტუციონალური რეფორმების ეკონომიკური ასპექტები“. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა