კონკურსი ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს + გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის, ქიმიისა და ფარმაციის  მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს + ICM პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად ზაარლანდის უნივერსიტეტში, გერმანია

კონკურსის ეტაპები:

2019 წლის 16 აპრილი - 19 აპრილი 18:00 საათი - დოკუმენტების გაგზავნა ელ. ფოსტაზე  erasmus@bsu.edu.ge და ბსუ-ს კანცელარიაში წარმოდგენა;

2019 წლის 22 აპრილი - გამოცდა ინგლისურ ენაში B1 დონე;  

2019 წლის 23 აპრილი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან.

ნომინირება/სტიპენდიის მინიჭება მოხდება ზაარლანდის უნივერსიტეტის მიერ.

მაგისტრატურის სტუდენტთათვის:

·         პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;

·         ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);

·         Europass CV (ინგლისურ ენაზე);

·         მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);

·         ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);

·         ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);

·         ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე,  ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

·         ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);

·         სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

დოქტორანტურის სტუდენტთათვის:

·         პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;

·         ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);

·         Europass CV (ინგლისურ ენაზე);

·         მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);

·         ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);

·         ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);

·         ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე,  ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

·         მაგისტრატურის საფეხურის  დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);

·         სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან);

·         ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);

·         დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან.

 

სწავლის ხანგრძლივობა:

1 სემესტრი - 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი;

სტიპენდია მოიცავს:

·         თვიურ სტიპენდიას;

·         ორმხრივ საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას.

საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები არ ფინანსდება

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmus@bsu.edu.ge

  სასწავლო ხელშეკრულება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა