შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს შეხვდა. ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ შეხვედრაზე ახალი პროექტები, სახელმწიფო საგრანტო კონკურსები, მიზნობრივი პროგრამები, სამეცნიერო პროექტები და მიმდინარე რეფორმები წარადგინა. შეხვედრას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდნენ.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ადმინისტრირებას უწევს 20-ზე მეტ საკონკურსო პროგრამას, მათ შორის, 15 ეროვნულ, 10-მდე საერთაშორისო ბილატერალურ კონკურსს.
უკან |