მალე ბსუ-ს ახალი სასწავლო კორპუსი გაიხსნება

შემოდგომაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსი დაიწყებს ფუნქციონირებას. შენობის პირველ სართულზე ტექნოპარკი, ხოლო მეორე და მესამე სართულზე პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი განთავსდება.

ტექნოპარკი რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ თავიანთი სტარტაპიდეები, ხოლო პროფესიული პროგრამების მართვის ცენტრში 11 ავტორიზებული პროფესიული პროგრამა 255 სტუდენტით განაგრძობს ფუნქციონირებას.

თითოეული პროგრამისთვის შეიქმნება ყველა ის აუცილებელი გარემო, რაც საჭიროა პროფესიული პროგრამების განხორციელებისთვის. ადაპტირებული  სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები, კომპიუტერული კლასები, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზები. მოეწყობა ტრენინგ-ცენტრი, რომელიც მოემსახურება პროფესიული პროგრამების მომზადება-გადამზადებას და სხვა სახის ტრენინგების ჩატარებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა