„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი კორდობას უნივერსიტეტში

სურათი

ცხადდება  ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ,,ერაზმუს+“-ის  გაცვლითი პროგრამის კონკურსი კორდობას უნივერსიტეტში  http://www.uco.es/  (ესპანეთი) ბსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის, რომელთაც:

1. გავლილი აქვთ ტესტირება ინგლისურ ენაში ა. წ. 16 სექტემბერს, 19 და 31 ოქტომბერს და გადალახეს დადგენილი ბარიერი;

2. ფლობენ უცხო ენის საერთაშორისო სერტიფიკატს - ინგლისური/ესპანური ენა - B2 დონე;

3. წარმატებით გაივლიან ა.წ 7 დეკემბერს დაგეგმილ ტესტირებას - ინგლისურ ენაში B2;

ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებმა,  განცხადება რექტორის სახელზე (მიუთითეთ საფეხური, ფაკულტეტი, სპეციალობა, ენის დონე -B2 დონე, მოქმედი ელფოსტა, ტელეფონის ნომერი) და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი უნდა გამოაგზავნონ  ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე და  სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge

განცხადებების მიღება იწარმოებს 2021 წლის 3-6 დეკემბერს,  15:00 სთ-მდე.

მიმართულებები:

  1. ბიზნესის ადმინისტრირება და სამართალი;
  2. ბიოლოგია;
  3. გარემოს მეცნიერებები;
  4. ქიმია;
  5. მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერია;
  6. სოფლის მეურნეობა;
  7. სატყეო საქმე;
  8. ტურიზმი.

სასწავლო კურსები იხილეთ ბმულზე:  http://www.uco.es/internacional/extranjeros/en/courses#courses

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
  • ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
  • მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
  • არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ,,ერაზმუს მუნდუსის“/,,ერაზმუს+“-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
  • კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).

პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება:

2021 წლის 6 დეკემბრიდან - 2021 წლის  12 დეკემბრის  ჩათვლით (18:00 საათამდე).

საბუთების მიღება იწარმოებს სარეგისტრაციო ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-2.php და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე erasmus@bsu.edu.ge

საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

მაგისტრატურის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
  • სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 1 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

მეოერე ეტაპი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2021 წლის 14 დეკემბერი

 

სტიპენდია მოიცავს:

  • უფასო სწავლას;
  •  თვიურ სტიპენდიას;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

სტიპენდია არ ანაზღაურებს სავიზო ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!

ხშირად შეამოწმეთ პირადი ელფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებგვერდისა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა