კონკურსი „ჩემი თემა 180 წამში“

სურათი

29 ივნისს, 11:00 საათზე, ბსუ-ში, 55-ე აუდიტორიაში, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს AUF-ის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, აჭარის ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით, ტარდება კონკურსი ,,ჩემი თემა 180 წამში“. კონკურსი საშუალებას აძლევს ფრანგულენოვან დოქტორანტებს წარუდგინონ თავისი კვლევა ფართო აუდიტორიას. თითოეულმა მონაწილემ სამ წუთში უნდა გააკეთოს მკაფიო, ლაკონური და დამაჯერებელი პრეზენტაცია თავისი საკვლევი თემის შესახებ. კონკურსში მონაწილეობენ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტები.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კანდიდატი უნდა ფლობდეს ფრანგულ ენას, 3-წუთიანი წარდგენა უნდა განხორციელდეს ფრანგულად.

კანდიდატი მიმდინარე წელს უნდა ირიცხებოდეს ნებისმიერი ქართული უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე.

სრული ინფორმაცია კონკურსის შესახებ ფრანგულ ენაზე განთავსებულია AUF-ის ვებგვერდზე: https://www.auf.org/nouvelles/appels-a-candidatures/ma-en-180-secondes-mt180-2022-en-georgie-appel-participation/

ჩვენი უნივერსიტეტი 2018 წელს  ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრი გახდა. მსოფლიოს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო არის საუნივერსიტეტო ფრანკოფონიის ოპერატორი, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დღესდღეობით აერთიანებს მსოფლიოს 1007 უნივერსიტეტსა და 119 ქვეყნის სამეცნიერო კვლევით ცენტრს.

AUF-ის საგრანტო პროგრამები ითვალისწინებს მეცნიერების, საუნივერსიტეტო სწავლების, მმართველობის და ხარისხის უზრუნველყოფის განვითარებას.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა