ბსუ-მ ანკარის ბაშქენთის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ანკარის ბაშქენთის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. ბაშქენთის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრების დირექტორი ალი ჰაბერალი, უცხოელ პაციენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ებრუ აივაზოღლუ სოი და უცხოელ პაციენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თურჰან ნამაზოვი ბსუ-ს რექტორს, პროფესორ მერაბ ხალვაშს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ნიკა ჩხარტიშვილს, ფაკულტეტების დეკანებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. შეხვედრაზე სტუმრები უნივერსიტეტის ისტორიას, საგანმანათლებლო პროგრამებს, სტრუქტურასა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნენ. მხარეებმა ასევე, სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და პერსპექტივები განსაზღვრეს.

აღსანიშნავია, რომ ანკარის ბაშქენთის უნივერსიტეტის ბაზაზე, ფუნქციონირებს არაერთი მრავალპროფილური საუნივერსიტეტო საავადმყოფო თურქეთის სხვადასხვა ქალაქში. მხარეთა შეთანხმებით, დაიგეგმა მემორანდუმის გაფორმება და ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, როგორც სამედიცინო, ასევე სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარება,  გაცვლითი პროგრამების, კვლევებისა და პროექტების განხორციელება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა