ზურა მხეიძის ლექცია ბსუ-ს სტუდენტებისთვის თემაზე: „თვითმოტივაცია, როგორც წარმატების წინაპირობა“

სურათი

ფსიქოლოგი ზურა მხეიძე, 30 სექტემბერს, 16:00 საათზე, 55-ე აუდიტორიაში, ბსუ-ს სტუდენტებისთვის ჩაატარებს ლექციას თემაზე: ,,თვითმოტივაცია, როგორც წარმატების წინაპირობა“.

პროფესორ ზურა მხეიძეს აქვს 30-წლიანი კონსულტაციის გამოცდილება, 20-მდე საჯარო თუ კერძო კომპანიასთან მართვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. 25 წელზე მეტია ატარებს ლექციებსა და ტრენინგებს მართვის და კომუნიკაციის მიმართულებით საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. მონაწილეობდა 30-მდე კვლევასა და საკონსულტაციო პროექტებში.

შეხვედრის ორგანიზატორია ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა