ტრენინგი და მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“

სურათი

18 ოქტომბერს 18:00 საათზე, ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის ჩატარდება ონლაინ ტრენინგი Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ტრენერი ახალგაზრდებს გააცნობს, თუ როგორ უნდა აღმოაჩინონ ყალბი ინფორმაცია, რაც დაეხმარებათ მათ მედიაწიგნიერების საკონკურსო ნამუშევრის მომზადებაში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს კომუნიკაციების კომისია ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების, ფაქტების გადამოწმების, ანალიზისა და შეფასების უნარების განვითარების ხელშეწყობისთვის, ატარებს მედიაწიგნიერების კონკურსს ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის.

Zoom-ის პლატფორმის ბმული:

https://gncc.zoom.us/j/86343296382?pwd=TFFkNUNXNEUrY0VjTGVFRXBSVERoZz09

კონკურსის ფარგლებში, სტუდენტებმა ინდივიდუალურად უნდა შეასრულონ შემდეგი დავალება: აღმოაჩინონ მედიასივრცეში (ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია, სხვ.) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი), წარმოადგინონ აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო, შესაძლო მოტივები და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები, ამბავი.

დავალების წარმოსადგენად სტუდენტს შეუძლია თავად შეარჩიოს ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული ფორმა.

კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომლის წევრებიც იქნებიან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, განათლების სამინისტროს, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

პრიზები

კომუნიკაციების კომისიისგან გამარჯვებულებს ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცემათ. პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 14-ს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელი - HP Laptop, ხოლო მესამე ადგილზე გასულ სტუდენტს - iPad გადაეცემა.

კონკურსის ვადები

საკონკურსო ნამუშევრები სტუდენტებმა მითითებულ ლინკზე უნდა გამოგზავნონ 2022 წლის 29 სექტემბრიდან, 31 ოქტომბრის ჩათვლით.

კონკურსის წესებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ  კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების გვერდზე - https://www.facebook.com/MediaLiteracy.comcom/,

კომისიის ვებგვერდზე - www.comcom.ge

და მედიაწიგნიერების პლათფორმაზე - https://mediatsigniereba.ge/

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა