გია მურღულიას საჯარო ლექცია თემაზე: „ადამიანი - ემპათია - ლიტერატურა“

სურათი

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გია მურღულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,ადამიანი - ემპათია - ლიტერატურა“. სტუმარმა აღნიშნა, რომ მხატვრული ლიტერატურა ეს არის ადამიანის გამხნევება და ადამიანის წაქეზება, რომ ის არ იყოს ეგოისტი, რომ მას ახსოვდეს ვის ხატად და მსგავსად არის შექმნილი.

გიამ მურღულიამ სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოების მაგალითზე ისაუბრა სიკეთისა და ბოროტების, სიყვარულის, მეგობრობის, სახელმწიფო ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. ხაზი გაუსვა, რომ ემპათიის გარეშე წარმოუდგენელია საზოგადოების ჩამოყალიბება.

ცნობილმა ფილოლოგმა სტუდენტებს საკუთარი წიგნები - ,,საუბრები უფროსკლასელებთან” და ,,ცხრისნახევარზე” წარუდგინა და გამოცემები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა.

შეხვედრა  ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა