ბსუ-ს სტუდენტებმა საქართველოს საუნივერსიტეტო ჩემპიონატში „ინტელექტმარათონი“ გაიმარჯვეს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს საუნივერსიტეტო ჩემპიონატში „ინტელექტმარათონი“ გაიმარჯვეს. ბსუ-ს ინტელექტუალებმა ტურნირის სამივე საპრიზო ადგილი დაიკავეს, პირველობა გუნდ „ქსენოფობია გოიმობას“ ერგო, მეორე ადგილი - გუნდ „უქემერიონს“ და მესამე ადგილი - გუნდ „რეაქტუნზს“. ჩემპიონატში სხვადასხვა უნივერსიტეტის 30-მდე გუნდი მონაწილეობდა, ბსუ-დან შიდა საუნივერსიტეტო ტურნირის 6 საუკეთესო გუნდი ასპარეზობდა. საქართველოს საუნივერსიტეტო ჩემპიონატის გამარჯვებულებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ინტელექტუალური მარათონი ბათუმის საზღვაო აკადემიის ორგანიზებით სასტუმრო „ჰილტონში“ ჩატარდა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა