ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში აშშ-ში საქართველოს სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს დავით ზალკალიანს შეხვდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მერაბ ხალვაში დელეგაციის წევრებთან ერთად, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს  სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს დავით ზალკალიანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს  ვიზიტის მიზნები და ამ ეტაპზე მიღწეული შედეგები. ბსუ-ს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით აშშ-ში 6 თებერვალს გაემგზავრა სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მომავლის ფერმერი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა