ბსუ-მ თურქი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თურქეთში 6 თებერვალს დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევრებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა. აქციის ფარგლებში შეძენილია პირველადი მოხმარების ნივთები, ლეიბები, საბნები, ჰიგიენური და ბავშვის მოვლის საშუალებები.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მერაბ დიასამიძემ, რექტორის მოადგილემ ანზორ ბერიძემ მიწისძვრასთან დაკავშირებით გახსნილ ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში თურქეთის ვიცე-კონსულ მუსტაფა გიუნეშს, თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეს ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძეს ჰუმანიტარული ტვირთი გადასცეს და კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოხატეს მომხდარი ტრაგედიის გამო.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა