ბსუ-ს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვივნენ

სურათი

სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ვაშინგტონისა და თბილისის ოფისის წარმომადგენლები, განათლების საერთაშორისო სპეციალისტები, აშშ-ის ცენტრალური სახელმწიფო უნივერსიტეტის Prairie View A&M University - ექსპერტები და „მომავლის ფერმერის” გუნდის წევრები ეწვივნენ.

დელეგაციის წევრები ბსუ-ს რექტორს მერაბ ხალვაშს, რექტორის მოადგილეს თამარ სირაძეს, დეკანებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მკვლევრებს შეხვდნენ. დელეგაციის წევრები გაეცნენ უნივერსიტეტის აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს, სამეცნიერო ინსტიტუტის კვლევებს, ინფრასტრუქტურას, ლაბორატორიებსა და კლინიკებს. ასევე, ექსტენციის მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებს.

ვიზიტის მიზანია აჭარის რეგიონისათვის საპილოტე ექსტენციის მოდელის შემუშავების პროცესში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ადგილობრივ მხარეებთან შეხვედრების გამართვა და მომდევნო წლების აქტივობებზე ინტენსიური მუშაობა.

ხუთდღიანი ვიზიტის შეხვედრების ძირითადი ნაწილი გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც არის პროგრამის საკვანძო რგოლი და განათლების, კვლევისა და ექსტენციის კომპონენტის გაერთიანებაში მთავარი მონაწილე, რაც სამომავლოდ ახალგაზრდების სოფლის მეურნეობაში ჩართულობას და დარგის პოპულარიზაციასაც უზრუნველყოფს. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დახმრებით, დაგეგმილია ბსუ-ს ბაზაზე „აგრო კლინიკის“ ჩამოყალიბება, რომელმაც აგრარულ ექსტენციაში სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. 

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებსა და ტრენინგებს ჩაატარებენ: აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენელი (USDA), პროექტის მენეჯერი ბენჟამენ კარინი, აშშ-ის განათლების საერთაშორისო სპეციალისტი ლიზა ლოქსმენი, აშშ-ის Central State University-ს წარმომადგენელი, საერთაშორისო ექსპერტი პროსპერ დუამეკპორი და  აშშ-ის Prairie View A&M University-ის წარმომადგენელი, საერთაშორისო ექსპერტი სინტია ფერფაქსი.

ვიზიტით გათვალისწინებულ ღონისძიებებში აქტიურად იქნებიან ჩართულნი პროგრამის სხვა პარტნიორები: აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ექსტენციის სამსახური, ასევე, ადგილობრივი სკოლები და ახალგაზრდები, მათ შორის: სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდა ფერმერები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა