შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი

სურათი

გამოცხადდა 2023 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი. კონკურსში მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო განაცხადის დარეგისტრირება. განცხადების მიღების ბოლო ვადა: 07 აპრილი, 2023 წელი.

კონკურსის ძირითადი პირობები

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საფრანგეთის უნივერსიტეტებისა ან/და კვლევითი ინსტიტუციების მხარდაჭერის მქონე (მხარდაჭერის ოფიციალური წერილი), საქართველოს მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომლის ხარისხის მინიჭების დღიდან, კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი;
  • მხარდაჭერის ოფიციალური წერილის მისაღებად აპლიკანტმა განცხადებით უნდა მიმართოს საფრანგეთის შესაბამის უნივერსიტეტს ან/და კვლევით ინსტიტუციას;
  • კონკურსში მონაწილე პირი უნდა ფლობდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენას;
  • საფრანგეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუციებში კვლევითი სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 1 თვეს;

დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ იხილეთ  ბმულზე:

https://rustaveli.org.ge/geo/siakhleebi/fondi-atskhadebs-2023-tslis-shota-rustavelis-saqartvelos-erovnuli-sametsniero-fondisa-da-saqartvelos-franguli-institutis-ertoblivi-kvleviti-stajirebis-programis-sagranto-konkurss

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა