განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა გაიმართება

სურათი

22 აპრილს,  12:00-დან 16:00-საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა. საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებული სტუდენტები გამოფენაზე გაეცნობიან ინფორმაციას გაცვლითი პროგრამის, სტიპენდიების, გრანტების, საზაფხულო სკოლების, მოკლევადიანი კურსებისა და სხვადასხვა სასწავლო პროგრამის შესახებ. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლები. ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ექნებათ პირისპირ გაესაუბრონ უმაღლესი სასწავლებლებისა წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

გამოფენაზე დასწრება უფასოა!

გამოფენა გაიმართება ზუმის პლათფორმის (Zoom) საშუალებით, შესაბამისად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაესწრონ ნებისმიერი ადგილიდან.

გამოფენაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3Ziv2Fq

რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში დარეგისტრირებული პირები გამოფენის წინა დღეს მიიღებენ შეხვედრის ბმულს და დამატებით ინფორმაციას გამოფენის შესახებ.

განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge (www.edu-guide.ge)

Facebook ღონისძიება იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://www.facebook.com/events/754645112535074

ჩატარების თარიღი და დრო: 2023 წლის 22 აპრილი; 12:00-დან 16:00-საათამდე

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა