ბსუ „ერაზმუს+“-ის პროექტის, Love Distance-ს ფინალურ კონფერენციას მასპინძლობს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი „ერაზმუს+“–ის პროექტის ,,სწავლების  ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლებისა და სწავლის გამოყენებით" (Learning Optimization and Academic Inclusion Via Equitative Distance Teaching and Learning -  Love Distance) ფინალურ კონფერენციას და კონსორციუმის შეხვედრებს მასპინძლობს. კონფერენციაში  საქართველოს და უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის 90-მდე პროფესორი და ექსპერტი მონაწილეობს. კონფერენცია 15-17 მაისს სასტუმრო „ლე მერიდიენ ბათუმში“ ჰიბრიდულ რეჟიმში იმართება. სესია ითვალისწინებს პროექტის ფარგლებში საქართველოსა და ისრაელში მიღებული გამოცდილებისა და შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობას, ვორქშოფებისა და სტუდენტთა მრგვალი მაგიდების მოწყობას ბსუ-ს, ისუ-სა და თესაუ-ს საპილოტე კურსების სტუდენტების მონაწილეობით.

კონფერენციაში მთავარი მომხსენებლები არიან ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები თათია ნაკაშიძე-მახარაძე და მადონა მიქელაძე, რომლებიც ინოვაციური რეგიონული ჰაბების შექმნით მასწავლებელთა ციფრული კომპეტენციების გაძლიერებაზე ისაუბრებენ.

17 მაისი კონსორციუმის წევრების სამუშაო შეხვედრებს დაეთმობა. პროექტში ჩართული უნივერსიტეტების წარმომადგენლები ღონისძიების მონაწილეებს მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ და შედეგებზე, მისი გავრცელების გზებსა და პროექტის მდგრადობის უზრუნველყოფის მექანიზმებზე იმსჯელებენ.

პროექტში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020 წლის 14 იანვრიდან მონაწილეობს. Love Distance ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობების, არახელსაყრელ პირობებსა და პერიფერიულ ადგილებში მყოფი ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის ინსტიტუციური შესაძლებლობების მხარდაჭერით, სტუდენტთა ხელშეწყობის სერვისების გაძლიერებითა და უზრუნველყოფით ინკლუზიური უმაღლესი განათლების წვდომისა და ხარისხის გაუმჯობესებას ისრაელსა და საქართველოში. პროექტის ფარგლებში გავლილ ტრენინგებსა და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიღებული სიახლეები ბსუ-ს პერსონალმა გამოიყენა საპილოტე  სასწავლო კურსებში და დანერგა სასწავლო პროცესში. დისტანციური სწავლების თანამედროვე ტექნიკების გამოყენებასთან დაკავშირებით პერსონალმა ტრენინგები ჩაატარა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან (ბსუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალი/ტრენერები, სტუდენტები  და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლები).

პროექტის ფარგლებში შეძენილი აღჭურვილობა ხელს შეუწყობს უნივერსიტეტს დისტანციური კურსების ჩაწერასა და დაინტერესებული სამიზნე ჯგუფებისთვის მომსახურების გაწევაში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა