უნივერსიტეტში სეზონური სკოლა „ქართული ლიტერატურა თანამედროვეობის პარადიგმაში“გაიმართება

სურათი

17-21 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სეზონური სკოლა ,,ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურული პროცესის შემსწავლელი სეზონური სკოლა“ გაიმართება თემაზე: „ქართული ლიტერატურა თანამედროვეობის პარადიგმაში“. სტუდენტები მიიღებიან სამოტივაციო წერილის საფუძველზე.  წერილის გამოგზავნის ვადები: 1 ივნისი - 1 ივლისი. წერილი უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: sezonuriskolabsu@gmail.com

სტუდენტებისთვის დაფინანსებულია სასტუმრო და ორჯერადი კვება.


ორი საუკეთესო ნაშრომის ავტორს კი გადაეცემა "არილის" ფულადი ჯილდო 300 ლარის ოდენობით, ხოლო ნაშრომები გამოქვეყნდება ,,არილის" საიტზე.

სეზონური სკოლა  აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ფარგლებში ჩატარდება და პროექტის ავტორი და ორგანიზატორია ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ნანა ტრაპაიძე.

დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ასოცირებულ პროფესორ ნანა ტრაპაიძეს ნომერზე: 591 28 08 30 

 

 

 

  საზაფხულო სკოლის პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა