სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ფორუმი -2023

სურათი

2 ივნისს, 14:00 სთ-ზე, ბსუ-ს I კორპუსის მესამე სართულის ფოიეში გაიმართება ბსუ-ს სტუდენტთა, პროფესიული პროგრამების სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მასშტაბური ფორუმი, სადაც აჭარის ტერიტორიაზე ოპერირებადი 40-მდე დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს 1000-მდე ვაკანსიას. ბსუ-ს სტუდენტები და კურსდამთავრებულები კი, ერთ სივრცეში მიიღებენ მათთვის საინტერესო კომპანიებთან პირისპირ გასაუბრების და დასაქმების შესაძლებლობას.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება, როგორც სეზონური/სტუდენტური, ასევე გრძელვადიანი ვაკანსიები.

ღონისძიების ორგანიზატორია: სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი.

დამატებითი ინფორმაციისა და რეგიტრაციისთის ეწვიეთ ბსუ-ს სტუდენტურ პორტალს სიახლეები ბსუ-ს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ფორუმი 2023   რეგისტრაცია.

გთხოვთ ფორუმზე გამოცხადდეთ ბსუს სტუდენტური პორტალიდან გენერირებული CV-ით

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა