შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2023 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსს

სურათი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2023 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსს. კონკურსის მიზანია  

ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება.

კონკურსი ასევე მიზნად ისახავს წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევრების გამოვლენას და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობას, ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირებასა და საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდას, ასევე  ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნას.

დამატებით ინფორმაციას კონკურსის შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს:

https://rustaveli.org.ge/geo/siakhleebi/fondi-atskhadebs-2023-tslis-doqtoranturis-saganmanatleblo-programebis-dafinansebis-konkurss

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა