ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - 2023-ის“ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა. უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მერაბ დიასამიძემ, რექტორის მოადგილეებმა თამარ სირაძემ და ანზორ ბერიძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ღლონტმა და ფაკულტეტების დეკანებმა კონფერენციის მონაწილეებს გამარჯვება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს. სტუდენტური კონფერენციის 30 სექციის 90 მონაწილე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა. ახალგაზრდა მკვლევართა ნაშრომები უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა შეაფასეს. კონფერენციის ფარგლებში გამოიცემა კრებული, რომელშიც თითოეული სექციის სამი საუკეთესო სამეცნიერო მოხსენება დაიბეჭდება, ასევე ფულადი ჯილდო გადაეცემა საპრიზო ადგილზე გასულ ყველა სტუდენტს.
კონფერეცნიაში ბსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის 350-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.
ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - ბსუ-ს, ფაკულტეტებისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
სტუდენტთა დაჯიდლოების ცერემონია მუსიკალურად გააფორმა ბსუ-ს ბენდმა „OFF SIDE".
უკან |