საგრანტო პროექტის PROMENT-ის სასწავლო ვიზიტი პერუჯას უნივერსიტეტში

სურათი

ERASMUS+ საგრანტო პროექტის "პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში" პერსონალი, მკვლევარი ნინო სამნიძე, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი და მკვლევარი სალომე ჯინჭარაძე, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მასწავლებელი, სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის, კულტურისა და სპორტის განყოფილების განვითარების წამყვანი სპეციალისტი, იმყოფებოდნენ იტალიაში, ქალაქ პერუჯაში პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო ვიზიტით 2023 წლის 30 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში პროექტის მონაწილეები გაეცნენ პერუჯას უნივერსიტეტის ისტორიას, ტრადიციებსა და სტრუქტურას. კერძოდ, ფილოსოფიის, სოციალურ მეცნიერებათა და განათლების დეპარტამენტის პროფესორებმა და სტუდენტებმა ისაუბრეს დეპარტამენტის საქმიანობასა და მათ უფლება-მოვალეობებზე. პერუჯას უნივერსიტეტი გამოირჩევა ინოვაციებისა და ინტერდისციპლინარული მიდგომების მიმართ ტრადიციულად დიდი ინტერესით, სადაც პრიორიტეტია სხვადასხვა უნარების, შესაძლებლობების მქონე სტუდენტები, მათი მხარდაჭერა სასწავლო თუ სოციალურ აქტივობებში, სასწავლო პროგრამების მუდმივი განახლება და სტუდენტთა ეფექტური მომზადება შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

ვიზიტის ფარგლებში პროექტის წევრები გაეცნენ უნივერსიტეტში მოქმედ ტუტორინგისა და მენტორინგის სქემებს, სადაც გაზიარებულ იქნა პერუჯას უნივერსიტეტის საუკეთესო გამოცდილება და პრაქტიკა, აღნიშნული სერვისების როლი და მნიშვნელობა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, რაც მიზნად ისახავს სტუდენტთა მხარდაჭერას, დაკვალიანებას აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობაში. უნივერსიტეტში ფუქნქციონირებს FOCUS (საგანმანათლებლო საკონსულტაციო სერვისი), რომელიც სტუდენტებს უწევს როგორც ფსიქოლოგიურ დახმარებას, ასევე, მხარდაჭერას სასწავლო პროცესში დასწავლასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარებასა და დაძლევაში. პერუჯას უნივერსიტეტში ფუქციონირებს კარიერული განვითარების სერვისი, რომელიც მუდმივად ატარებს საორიენტაციო შეხვედრებს სკოლის მოსწავლეებისათვის და სტუდენტებისათვის შემდგომი დასაქმების თვალსაზრისით. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში გაზიარებულ იქნა პერუჯას უნივერსიტეტის საუკეთესო გამოცდილება და პრაქტიკა სტუდენტთა ტუტორინგის თვალსაზრისით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა