ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რექტორთა საბჭოს მორიგ სხდომას უმასპინძლა.

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რექტორთა საბჭოს მორიგ სხდომას უმასპინძლა. რექტორთა საბჭოს სხდომა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორებმა და წარმომადგენლებმა მიიღეს.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული გამოწვევები, მათი დაძლევის გზები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

საბჭოს შეხვედრაზე მინისტრმა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორებიცაა: სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პრიორიტეტული პროგრამები, უცხოელ სტუდენტთა ჩარიცხვის მექანიზმები, სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიები, საერთაშორისო ერთობლივი პროგრამებისა და აკრედიტაციების მხარდამჭერი მექანიზმები, დისტანციური განათლების აღიარების საკითხები და სხვა.

გიორგი ამილახვარმა შეხვედრისას განხილული საკითხების მოგვარების გზებზეც ისაუბრა და უნივერსიტეტების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრის დასასრულს საბჭოს წევრებმა კოორდინირებული მუშაობის მზაობა გამოთქვეს.

საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა მიიღეს.

მინისტრის ინიციატივით, არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ეფექტიანი გადაწყვეტილებების დროულად მიღების მიზნით, რექტორთა საბჭოს ფორმატში უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება და ის საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა