DITECH-ის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ციფრული ტექნოლოგიები განათლებაში“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის „ერაზმუს+“-ის პროექტის DITECH-ის  საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ციფრული ტექნოლოგიები განათლებაში“ და DITECH-ის კონსორციუმის შეხვედრა ტარდება. კონფერენცია სამეცნიერო-პრაქტიკული ხასიათისაა და ეხება ციფრული ტექნოლოგიების სწავლების, დანერგვისა და მდგრადი განვითარების პერსპექტივებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში.

კონფერენციის მუშაობაში ჩართულია ევროპისა და საქართველოს უნივერსიტეტები:  ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი), კაუნასის უნივერსიტეტი (ლიტვა), კორკის უნივერსიტეტის კოლეჯი (ირლანდია), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი.

კონფერენციაზე განხილული თემები საგანმანათლებლო სისტემისთვის აქტუალურია და ქართველი და ევროპელი კოლეგების აკადემიური დისკუსია  ხელს შეუწყობს საქართველოს  და ევროპის უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარებას ციფრული ტექნოლოგიების სწავლებისა და სასწავლო პროცესში ეფექტურად გამოყენების  საკითხებში.

 „ერაზმუს+“-ის  პროგრამის  DITECH-ის  კონსორციუმის შეხვედრაზე პროექტის მონაწილე ქართული და ევროპული უნივერსიტეტები იმსჯელებენ და განიხილავენ სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს და მოამზადებენ სამუშაო პაკეტებს კონსორციუმის დასკვნითი შეხვედრისთვის.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა