ბსუ-ში სამედიცინო მიმართულების სასწავლო კორპუსი აშენდება

სურათი

ბსუ-ში სამედიცინო მიმართულების სასწავლო კორპუსი აშენდება. სამედიცინო პროგრამების სტუდენტებისათვის ერთ სივრცეში განთავსდება აუდიტორიები, ლაბორატორიები, სასწავლო ცენტრი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები.

თანამედროვე სტანდარტების,  შშმ პირთათვის ადაპტირებული სამსართულიანი სასწავლო კორპუსი აღიჭურვება უახლესი ტექნიკითა და აპარატურით. პროექტი ხორციელდება აჭარის ა.რ. მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და მისი ღირებულება 8 880 000 ლარს შეადგენს.

1 500 სტუდენტზე გათვლილი სასწავლო კორპუსი ბათუმში, ლეონიძის N15-ში აშენდება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა